ქალაქ ახალციხეში საცურაო აუზი და სპორტ კომპლექსი აშენდება.
საკითხი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის ინიცირებით და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციით გადაწყდა. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.
დღეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, ქალაქში არსებული სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს, რათა უმოკლეს ვადაში დაიწყონ ტექნიკური დავალების მომზადება.